გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

მესტიის მუნიციპალიტეტში ადგილობრივი განვითარების მხარდამჭერი პროექტები წარადგინეს

23-06-2019

მესტიის მუნიციპალიტეტმა ზემო სვანეთში ადგილობრივი განვითარების მხარდამჭერი ორი პროექტის ოფიციალური გახსნის ღონისძიებას და სახალხო ზეიმს დევიზით „ევროკავშირი სვანეთში“ უმასპინძლა. ღონისძიების ორგანიზატორები არიან ევროკავშირის დელეგაცია საქართველოში, შვედეთის სამეფოს საელჩო თბილისში, ავსტრიის განვითარებისა და თანამშრომლობია ავსტრიის განვითარების სააგენტო, მესტიის მუნიციპალიტეტი, CARE ავსტრია და PMCG კვლევა.


პროექტების გახსნით ღონისძიებაზე დამსწრეებს ოფიციალური სიტყვებით მიმართეს ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში პროექტების განყოფილების უფროსმა ვინსენტ რეიმ, შვედეთის საელჩოს განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელმა მოლი ლიენმა, ავსტრიის განვითარების სააგენტოს საერთაშორისო პროგრამებისა და პროექტების განყოფილების დირექტორმა ჰეინც ჰაბერტოიერმა, CARE ავსტრიას დირექტორის მოადგილემ რობერტ ვოფსბურგერმა და მესტიის მერმა კაპიტონ ჟორჟოლიანმა.


„ევროკავშირი ამაყობს ადგილობრივი განვითარების ორი ფართომაშტაბიანი პროექტის წარდგენას ავსტრიასა და შვედეთის თანამონაწილეობით. მომავალ წელს ჩვენ გეგმად ვისახავთ ხელი შევუწყოთ სოფლის მეურნეობის მდგრად განვითარებას და ხანგრძლივი სამუშაო ადგილების შექმნას სვანეთში. ჩვენი საბოლოო მიზანია, რომ გავაუმჯობესოთ მაღალმთიანი მოსახლეობის ცხოვრების ხარისხი“, - აღნიშნა ევროკავშირის წარმომადგენლობის პროექტების განყოფილების უფროსმა ვინსენტ რეიმ.


შვედეთის საელჩოს განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელმა მოლი ლიენმა განაცხადა: „ჩვენ გულწრფელად გვჯერა, რომ ადგილობრივი და საერთაშრისო პარტნიორების გაერთიანებული ძალებით უფრო მეტ შედეგს მივაღწევთ. აღნიშნული ინიციატივა სრულებით შეესაბამება მგდრადი განვითარების მიზნებს“.


ავსტრიის განვითარების სააგენტოს საერთაშორისო პროგრამებისა და პროექტების განყოფილების დირექტორმა ჰეინც ჰაბერტოიერმა ყურადღება გაამახვილა შემდეგზე: „ავსტრიული გამოცდილებიდან გამომდინარე ჩვენ გვჯერა რომ ეს პროექტი არის საუკეთესო საშუალება, რომ ხელი შევუწყოთ რეგიონის განვითარებას. ავსტრიაში ალპები არის უმაღლესი და შთამბეჭდავი მთა და მე ნათლად ვხედავ მსგავსებას ამ რეგიონსა და ავსტრიას შორის“.


მესტიის მერმა, კაპიტონ ჟორჟოლიანმა ხაზი გაუსვა: „დღევანდელი დღე არის ნათელი მაგალითი იმისა, რომ გამოწვევების სიმრავლის მიუხედავად, ჩვენი ევროპელი მეგობრების მხარდაჭერით განვაგრძობთ რეგიონის ეკონომიკური პოტენციალის და დასაქმების შესაძლებლობების ზრდას. მრავალმილიონიანი დახმარება საქართელოს მაღალმთიანი რეგიონებისთვის ხელს შეუწყობს მცირე და საშუალო ბიზნესის, მთის ტურიზმისა და სოფლის მეურნეობის განვითარებას საქართველოში“.


ღონისძიებაზე წარდგენილ იქნა დონორები, ENPARD-ის განმახორციელებელი პარტნიორები, პროექტი GRETA, LEADER განმახორციელებლები, ადგილობრივი განვითარების მხარდამჭერი ახალი პროექტების მიზნები, ამოცანები, მიდგომები და აქტივობები.


მოგვიანებით დელეგაციამ მოინახულა სვანეთის მუზეუმი, რომ უკეთ გაცნობოდა ადგილობრივ კულტურას და ტრადიციებს. ხოლო, დღის ბოლოს საჯარო ღონისძიების ოფიციალური გახსნის ცერემონია წარიმართა. საჯარო ღონისძიებაზე ადგილობრივი მოსახლეობას ქონდა შესაძლებლობა, რომ მიეღო მონაწილეობა სხვადასხვა აქტივობებში და გაეცნო ევროკავშირის მიერ დაფინანსებული საინტერესო პროექტები.