გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    თებერვალი 2026    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
232425262728 

ბათუმში ერთ-ერთ კორპუსში სატვირთო ლიფტი ჩავარდა

23-06-2019

ბათუმში, საცხოვრებელი კორპუსის მე-3 სართულიდან სატვირთო ლიფტი მოწყდა.


გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად სერიოზული დაზიანება არავის მიუღია. ერთ-ერთი დაშავებული კლინიკაშია გადაყვანილი.


არსებული ცნობით, კოპუსის მშენებლობა, სადაც ლიფტი ფუნქციონირებდა, დასრულებული არ იყო, მაგრამ ამ დროისათვის ადგილზე 30 ოჯახი ცხოვრობს.


ერთ-ერთი ადგილობრივის განმარტებით, მათ უთხრეს, რომ ლიფტი უსაფრთხო იყო, ამიტომაც ისარგებლეს, თუმცა ლიფტი ჩაწყდა.


კორპუსის ზედამხედეველის თქმით, ლიფტი, რომელიც მოწყდა, გაფუჭებული იყო და ხელოსნებმა გუშინ გააკეთეს, შემთხვევის მიზეზებს კი შესაბამისი სამსახურები დაადგენენ.