24-06-2019
რუსთავში, დავით აღმაშენებლის გამზირზე, რაგბის სტადიონის მიმდებარე ტერიტორიაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.
გავრცელებული ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილის მძღოლი ველოსიპედით მოსიარულე 19 წლის ახალგაზრდას დაეჯახა და რამდენიმე მეტრზე გადააგდო.
ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციისა და სასწრაფო დახმარების ეკიპაჟები. დაშავებული მამაკაცი კლინიკა "რუსთავში" გადაიყვანეს.
"პაციენტს აღენიშნება მრავლობითი ტრავმები, ექკორიაციები. ვიზუალურად არ ჩანს მოტეხილობები, არის მხოლოდ ექსკორიაციები, დაჟეჟილობები. მენჯი, ფეხი და ორივე იდაყვი უნდა გადავიღოთ. პაციენტი არის გონზე და კონტაქტურია", - განაცხადა "კლინიკა რუსთავი"-ს გადაუდებელი დეპარტამენტის ექიმმა ლეილა გიგაშვილმა.