« ივნისი 2025 » | ||||||
---|---|---|---|---|---|---|
ო | ს | ო | ხ | პ | შ | კ |
1 | ||||||
2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 |
9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 |
16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 |
23 | 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 |
30 |
24-06-2019
საგზაო ინფრასტრუქტურული მასშტაბური პროექტები მიმდინარეობს ახალქალაქისა და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტებში.
სარეაბილიტაციო სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ფინანსდება. ახალქალაქის მუნიციპალიტეტში სხვა ინფრასტრუქტურულ პროექტებთან ერთად, ვაჩიანი-ოკამი-აზმანა-ქარცეფი-აფნია-გოგაშენისა და ზაკი-ბუღაშენი-მერენია-იხტილის გზების 6 კილომეტრამდე მონაკვეთი მოასფალტდება ,რაშიც 2 525 299 ლარი დაიხარჯება. ამავე მუნიციპალიტეტში მიმდინარეობს ბარალეთი-კოჩიოს გზის 3 კილომეტრამდე მონაკვეთის მოასფალტება ღირებულებით 1 095 020 ლარი.
სამშენებლო სამუშაოებს შპს „არალი“ასრულებს.
ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარეობს ნინოწმინდაშიც. ამ ეტაპზე აქტიურ ფაზაშია სოფელ სათხე-ორჯალარის და სოფელ სათხე-სპასოვკის გზების მოასფალტება. სამშენებლო სამუშაოებს შპს „ჯავახავტოგზა“ასრულებს. საავტომობილო გზის 2,8 კილომეტრიანი მონაკვეთის რეაბილიტაციაზე 1 631 579 ლარი დაიხარჯება.
მიმდინარე სამუშაოები სამცხე-ჯავახეთში სახელმწიფო რწმუნებულის პირველმა მოადგილემ შალვა ბერძენიშვილმა, რეგიონული პროექტების კოორდინირების სამსახურის ხელმძღვანელმა მარინა გაჩეჩილაძემ , ახალქალაქის და ნინოწმინდის მერებმა იური უნანიანმა და ანივარდ მოსოიანმა მოინახულეს