გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

აწყურში ტაძრის გუმბათის ჯვრის ბაზისი აღმოაჩინეს

25-06-2019

აწყურში, ღვთისმშობლის სახელობის ტაძრის რეაბილიტაციისას, აღმოაჩინეს ქვა, რომელზეც ჯვარი იყო დამაგრებული. პირველადი მონაცემებით, ჯვრის ბაზისზე „მეფეთ მეფე ბაგრატი“ აწერია.


კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დირექტორის, ნიკოლოზ ანთიძის განმარტებით, ქვა ტაძრის აღმოსავლეთ ნაწილში გაწმენდითი სამუშაოების დროს ნახეს: „ეს აღმოჩენა ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, რადგან ეს კიდევ ერთხელ ცხადყოფს ამ ტაძრის მნიშვნელობას“.


მისივე თქმით, ხვალ, 25 ივნისს ადგილზე სპეციალისტები ჩავლენ და ქვის წარმომავლობას შეისწავლიან.


აწყურის ღვთისმშობლის ტაძრის რესტავრაცია უკვე მესამე წელია მიმდინარეობს. სამუშაოების ძირითადი ნაწილი დასრულებულია, ამოყვანილია კედლები და სრულდება აღმოსავლეთ ფასადის მშენებლობა, რომელიც საკურთხეველის მხარეა. აღნიშნულ ფასადს ზუსტად ისეთი ფორმით აღადგენენ, როგორიც X-XI საუკუნეებში იყო. ტაძრის შიდა ნაწილში უკვე ამოყვანილია ექვსივე სვეტი.


აწყურის ღვთისმშობლის სახელობის ტაძარი უძველესი ტაძრების ხუთეულში შედის. 42 მეტრის სიმაღლის ტაძრის რესტავრაცია 2016 წელს დაიწყო. სარესტავრაციო სამუშაოები ფონდი „ქართუს“ დაფინანსებით ხორციელდება.




http://sknews.ge