25-06-2019
თბილისში საპროტესტო აქციების დროს დაშავებული ზაზა გორგაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ის გორში დაბრუნდა და დღეს "გორმედში" იმყოფება.
"ახლა კლინიკაში ვარ. სულ 6 ტყვია ამომიღეს სხეულიდან. მათ შორის, 5 გულმკერდის არედან და 1 ლავიწის ძვლიდან. ტკივილები ისევ მაქვს, განსაკუთრებით გულ-მკერდის არეში.
როდესაც რეზინის ტყვიები მესროლეს, სასწრაფო დახმარების ექიმები დამეხმარნენ, საავადმყოფოში იმის გამო არ წავყევი, რომ თბილისში გზები არ ვიცოდი. ის ღამე რუსთაველის გამზირზე სკამზე გავატარე. მეორე დღეს ისევ ცუდად გავხდი, იქვე მდგარ სასწრაფო დახმარების მანქანასთან მივედი და ექიმს ვუთხარი, რომ ცუდად ვიყავი. საავადმყოფოში გადამიყვანეს, რეზინის ტყვიები ამომიღეს და გამომიშვეს. ახლა მხოლოდ გადახვევებზე დავდივარ", - აცხადებს გორგაძე.