25-06-2019
ქობულეთში მოსახლეობის ნაწილმა საპროტესტო აქცია გამართა. აქციის მონაწილეების განცხადებით, ტურისტული სეზონი ზღვისპირა ქალაქში ჩავარდა. ამაში მათ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრები დაადანაშაულეს და განმარტეს, რომ ვლადიმირ პუტინის პროვოცირება სწორედ ოპოზიციის წევრებმა განაპირობეს, რის გამოც რუსეთის პრეზიდენტმა საქართველოში ფრენები აკრძალა.
შეკრებილების თქმით, პუტინის გადაწყვეტილების შემდეგ ქობულეთში რუსმა ტურისტებმა სასტუმროებში ასობით ჯავშანი გააუქმეს.
აქციის მონაწილეებს საბანკო დავალიანების მქონე პირებიც შეუერთდნენ და დახმარება ითხოვეს.
ქობულეთში აქციის მონაწილეებს საქართველოს ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა და აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე შეხვდნენ.
მთავრობის წევრები აქციის მონაწილეებს დაპირდნენ, რომ ხელისუფლება კონკრეტულ გეგმაზე მუშაობს და სხვადასხვა ქვეყნებიდან ტურისტების მოზიდვას უზრუნველყოფს.
https://www.interpressnews.ge/ka/