26-06-2019
თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარდისუბანში 27 წლის ქალი დაჭრეს.
შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა. ადგილობრივების ინფორმაცით, ქალს ტყვია შემთხვევით მოხდა და მისი მისამართით არ უსვრიათ.
დაჭრილს დაზიანებები გულ-მკერდის არეში აქვს მიყენებული და ის თელავის რეფერალურ სავადმყოფოშია მოთავსებული.
ექიმის თქმით, დაჭრილი ქალის მსგომარეობა ამ ეტაპზე დამაკმაყოფილებელია და უტარდება ყველა შესაბამისი გამოკვლევა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სსკ-ს 19-108-ე მუხლით დაიწყო, რაც მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.
https://www.interpressnews.ge/ka/