27-06-2019
რუსთავში, სხვადასხვა კატეგორიის 40 ერთეული ავტობუსის შემოყვანა იგეგმება, რომელიც როგორც რუსთავი-თბილისის მიმართულებით, ასევე შიდასაქალაქო გადაზიდვებზე იმუშავებს - ამის შესახებ ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებულმა შოთა რეხვიაშვილმა განაცხადა.
რწმუნებულის თქმით, ამ კუთხით ინტენსიურად გაგრძელდება თანამშრომლობა, როგორც ცენტრალურ ხელისუფლებასთან, ასევე პარტნიორ ორგანიზაციებთან.
"ჩვენ გვქონდა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან, მსოფლიო ბანკის წარმომადგენლებთან ერთად საკმაოდ საინტერესო შეხვედრა. ჩვენ ქმედით ნაბიჯებს ვდგამთ უკვე იმისათვის რომ 2020-ის პირველ თვეებში ალტერნატიული, საკმაოდ მაღალი ხარისხის და სერვისის გადაზიდვები გვქონდეს ქალაქში და არ იყოს შეფერხებები როგორიც ახლაა. ეს არის ძალიან მნიშვნელოოვანი გამოწვევა. გვაქვს საუბარი, როგორც რუსთავი-თბილისის მგზავრთნაკადზე და მათ მომსახურებაზე, ასევე ქალაქში შიდა გადაზიდვებზე" - განაცხადა შოთა რეხვიაშვილმა
"ინფო რუსთავის" ინფორმაციით, 30 ავტობუსი შიდასაქალაქო დანიშნულების იქნება, ხოლო 10 საქალაქთაშორისო. იგეგმება რომ ავტობუსები მგზავრებს რუსთავიდან თბილისის მიმართულებით მოემსახურონ. ავტობუსი 50 ადგილიანია და თითოს სიგრძე 10 მეტრია.