გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ოქტომბერი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

კასპში პროფესიული კოლეჯი შენდება

27-06-2019

კასპში საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურული პროექტებიდან 200 სტუდენტზე გათვლილი სამსართულიანი, სრულად ადაპტირებული პროფესიული კოლეჯის მშენებლობა მიმდინარეობს.


როგორც კასპის მუნიციპალიტეტის მერიაში განაცხადეს თანამედროვე სტანდარტების პროფესიული კოლეჯის საგანმანათლებლო პროგრამები, რეგიონში მოთხოვნად პროფესიებს ეფუძნება. კოლეჯის მშენებლობა წელს დასრულდება და რეგიონში პროფესიული განათლების ხელმისაწვდომობას შეუწყობს ხელს.


მათივე ინფორმაციით, სასწავლებელში, რეგიონისთვის პრიორიტეტული სოფლის მეურნეობის მიმართულებისა და მასთან დაკავშირებული დარგების - ვეტერინარიის, მექანიზაციისა და მებაღეობა-მეხილეობის სპეციალისტები მომზადდება. ასევე მომზადდებიან ელექტრო შედუღების, ხარატის, მაღალი ძაბვის ელექტროობის, ელექტროსამონტაჟო სამუშაოების, ამწის ოპერატორ-მემანქანის სპეციალისტები. სასწავლებელი ორიენტირებული იქნება ახალი ტექნოლოგიების გამოყენებაზე.




https://www.interpressnews.ge/ka/