გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2026    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930 

აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმმა ენგურის ხიდი ჩაკეტა

28-06-2019

აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმმა დღეს დილით ე. წ. საზღვარი ენგურის ხიდზე ცალმხრივად ჩაკეტა. 

რის შედეგადაც 200- მდე ადამიანმა ე.წ საზღვარზე გადმოსვლა ვერ მოახერხა.

ენგურის ხიდზე გადმოსვლა მხოლოდ იმ ადამიანებმა შეძლეს, რომლებსაც ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობა აქვთ და განსაკუთრებული სამედიცინო დახმარება ესაჭიროებათ.

საოკუპაციო რეჟიმმა ე.წ საზღვრის დაკეტვის მიზეზად, 20 ივნისის შემდეგ განვითარებული მოვლენები და სხვადასხვა ქალაქში, მათ შორის ზუგდიდში ჩატარებული აქციები დაასახელა.

ამ დროისთვის უცნობია როდის აპირებს საოკუპაციო რეჟიმი ე.წ საზღვრის გახსნას.

წინასწარი ინფორმაციით შეზღუდვა 10 დღეს გაგრძელდება.