28-06-2019
სოფელ აღაიანში 7 თვის ჩვილის მკვლელობაში ბრალდებული არასრულწლოვანი დედის, მ.შ.-ს ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე დღეს სასამართლო პროცესი გაიმართება.
სხდომა გორის რაიონულ სასამართლოში 16:00 საათზეა დანიშნული.
დღევანდელ სხდომაზე მტკიცებულებების დასაშვებობაზე იმსჯელებენ. დღესვე მოხდება არასრუწლოვანი დედის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების გადასინჯვა.
გასულ სხდომაზე 7 თვის ჩვილის მკვლელობაში ბრალდებულ არასრულწოვან დედას, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. მისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობა ბრალდების მხარემ დააყენა, რასაც ადვოკატიც დაეთანხმა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, არასრულწლოვანმა დაკავებისას ჩადენილი დანაშაული აღიარა, თუმცა, მას შემდეგ, რაც მას ბრალი ოფიციალურად წარედგინა, პოზიცია შეცვალა და დუმილის უფლებით სარგებლობს.
ცნობისთვის, 21 მაისს, კასპის რაიონის სოფელ აღაიანში 7 თვის ბავშვი მამამ სახლში მოკლული იპოვა. შემთხვევიდან რამდენიმე საათში, პოლიციამ ბავშვის განზრაზ მკვლელობის ბრალდებით გარდაცვლილი ჩვილის დედა დააკავა, რომელიც არასრულწლოვანია.
გამოძიება უმწეო მდგომარეობაში მყოფი არასრულწლოვანი ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 11 პრიმა 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „ვ“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს. ჩადენილი დანაშაული 13-დან 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
https://www.interpressnews.ge/ka/