გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 

კასპში ფეხბურთის ცენტრალური სტადიონის მშენებლობა და საფეხბურთო სკოლის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

28-06-2019

კასპში ფეხბურთის ცენტრალური სტადიონის მშენებლობა და საფეხბურთო სკოლის შენობის რეაბილიტაცია მიმდინარეობს, - ამის შესახებ  კასპის მუნიციპალიტეტში განაცხადეს.


მათივე ინფორმაციით, ხელოვნურსაფარიანი მოედნის წინამოსამზადებელი სამუშაოები უკვე დასრულებულია. ამჟამად მაყურებელთა ტრიბუნის მშენებლობა მიმდინარეობს, რომელიც 560 მაყურებელზეა გათვლილი. მოეწყობა 4 გასახდელი, სამსაჯო, სამედიცინო და დელეგატის ოთახები, სტადიონზე დამონტაჟდება განათების თანამედროვე სისტემა.


აღდგება ცენტრალური სტადიონის მიმდებარე მინი მოედანიც. პროექტის განხორციელება ხელს შეუწყობს ფეხბურთის განვითარებას, ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას და სპორტში აქტიურ ჩართულობას, - ნათქვამია განცხადებაში.




https://www.interpressnews.ge/ka/