გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ფოკაში მკვლელობის საქმეზე ბრალდებულის მამა დაკითხეს

28-06-2019

ახალციხის რაიონულ სასამართლოში, ფოკაში მომხდარი მკვლელობის საქმის დეტალებზე, ბრალდებულის მამამ ისაუბრა. მოწმის დაკითხვა ორი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა.


პროცესი გუშინ, 27 ივნისს, 16:00 საათზე გაიმართა. ბრალდებულის მამა ლ.მ დასაკითხად პროკურორმა, მამუკა ქომოშვილმა გამოიძახა. მშობელმა მკვლელობის დღე დეტალურად გაიხსენა.


„2018 წლის სამ ივლისს ბავშვის კრებაზე ვიყავი ბაღში. ჩემმა შვილმა დამირეკა, ძალიან აღელვებული იყო. არ გამიგია, რა გააკეთა და ეგრევე მანქანით წავედი სახლისკენ. ეზოში დავინახე ჩემს შვილს ხელში იარაღი ეჭირა და აქეთ–იქით დაბნეული დადიოდა. მითხრა ხ.თ მოვკალიო. ტელეფონი ამოვიღე 112–ში უნდა დამერეკა, თუმცა შვილმა მითხრა, რომ უკვე დარეკილი ჰქონდა. ჩავსვი მანქანაში. სოფელ განძაში რომ პოლიციაა, ჯერ იქ უნდა მივსულიყავი, შემდეგ კი ნინოწმინდის სამმართველოში“, – იხსენებს ბრალდებულის მამა.


მისივე თქმით, მანქანაში მჯდარი ბრალდებული განუწყვეტლივ იმეორებდა, რომ მკვლელობის შემდეგ ფოკელები მის ოჯახის წევრებს რამეს დაუშავებდნენ და სახლებს გადაუწვავდნენ.


ბრალდებულის მამამ, ასევე განაცხადა, რომ მისმა შვილმა იარაღი მხოლოდ მოკლულის შესაშინებლად აიღო, თუმცა შემდეგ იძულებული გახდა გაესროლა.

მამის თქმით, მკვლელობაში ბრალდებული ნინოწმინდის სამმართველოში მიჰყავდა, როდესაც პოლიციამ გააჩერა: „ნინოწმინდაში მიმყავდა, მაგრამ ჯერ განძის პოლიციაში შევიარე, ვუთხარი რაც მოხდა და ვთხოვე უკან გამომყოლოდნენ, თუმცა ისინი ფოკის მიმართულებით წავიდნენ. მე მაინც დავქოქე მანქანა და წავედი ნინოწმინდის სამმართველოსკენ, ამ დროს გზაზე პოლიციამ გამაჩერა. მკვლელობის იარაღიც მანქანაში გვქონდა, რომელიც პოლიციელებმა ნაჭრით აიღეს და დალუქეს“.


მან, ასევე, მის შვილსა და მოკლულს შორის 2018 წლის 7 ივლისის ჩხუბი გაიხსენა და განაცხადა, რომ „სოფელში მისი მტრები მის შვილს, მათი ოჯახის წინააღმდეგ იყენებდნენ“.


მორიგი სხდომა ორ ივლისს ჩაინიშნა.


ნინოწმინდაში, სოფელ ფოკაში, 33 წლის კაცი 2018 წლის სამ დეკემბერს მოკლეს. მკვლელობაში ბრალდებული მისი თანასოფლელია.


მომხდარის შემდეგ თანასოფლელებმა ბრალდებულის ორი სახლი და ოთხი მანქანა დაწვეს. ამ ფაქტს შსს სხვისი ქონების დაზიანების მუხლით იძიებს.



http://sknews.ge/