28-06-2019
ხობში, მდინარე ხობისწყალში მაშველებმა ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი იპოვეს. არსებული ინფორმაციით, ის სახლიდან ორი დღის წინ გავიდა.
„ოჯახი თურმე ორი დღეა ეძებს. მას მაშველთა 5- კაციანი ბრიგადა ეძებდა. როგორც ვიცი, თვითმხილველმა ეს მამაკაცი ბოლოს მდინარის მიმდებარე ტეროტორიაზე ნახა და გამომდინარე აქედან ივარაუდეს, რომ შეიძლებოდა მდინარეში გასაგრილებად შესულიყო და დაიხრჩო,“- განაცხადა ნოჯიხევის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენელმა ლევან ლიპარტიამ.
მამაკაცის ცხედარი ექსპერტიზაზეა გადასვენებული.
როგორც შსს-ში განაცხადეს, გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
https://www.interpressnews.ge/ka/