29-06-2019
სასმელი წყლის მოთხოვნით სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ანაგაში მოსახლეობის ნაწილმა საპროტესტო აქცია გამართა.
ადგილობრივების ინფორმაციით, ორ თვეზე მეტია ათობით ოჯახი სასმელი წლის გარეშეა დარჩენილი, რის გამოც მათ წყლის აღება მეზობელი სოფლიდან უწევთ.
აქციის მონაწილეების თქმით, ამის მიზეზი ზოგიერთი ოჯახის მიერ სამელიორაციო სისტემაზე უკანონო მიერთებებია, რამაც სოფელში წყლის დეფიციტი გამოიწვია.
მოსახლეობას შეხვდა სიღნაღის ვიცემერი. მადონა ბატიაშვილის განმარტებით, მერიის შესაბამისი სამსახური ვითარებას ადგილზე შეისწავლის და პრობლემას მოაგვარებს.