« ივნისი 2025 » | ||||||
---|---|---|---|---|---|---|
ო | ს | ო | ხ | პ | შ | კ |
1 | ||||||
2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 |
9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 |
16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 |
23 | 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 |
30 |
29-06-2019
სენაკში, მდინარე ცივში მამა-შვილის ცხედრები იპოვეს. ამის შესახებ მუნიციპალიტეტის მერმა, ლევან კუპრეიშვილმა განაცხადა. მისივე ინფორმაციით, მამა-შვილის ძებნა გუშინ ღამით დაიწყეს.
"როგორც მაქვს ინფორმაცია საბანაოდ იყვნენ ჩასული. შემდეგ რა მოხდა არ ვიცი“, - განაცხადა კუპრეიშვილმა.
არსებული ინფორმაციით, გოგონას გადარჩენას მამა ცდილობდა, რა დროსაც ორივე დაიხრჩო.
საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში აცხადებენ, რომ სამძებრო ღონისძიებებში ექვსი მყვინთავი მონაწილეობდა.