გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    იანვარი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

გაგრილების სისტემა, ხულოს გარდა, ყველა საგამოცდო ცენტრში იქნება

29-06-2019

2019 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის, საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტომ, თბილისისა და საქართველოს რეგიონების საგამოცდო ცენტრების გაგრილება–კონდიცირების სისტემის გამართული ფუნქციონირებისათვის საჭირო სამუშაოები დაასრულა - წერს edu.aris.ge.

სააგენტომ სამუშაოების დაგეგმვის მიზნით გამოყო მონიტორინგის ჯგუფი, რომელმაც შეამოწმა საგამოცდო ცენტრებში დამონტაჟებული კონდიციონერების ფუნქციონირება და ელექტრო გაყვანილობის ქსელის გამძლეობა.

როგორც სააგენტოში აცხადებენ, ამჟამად შემოწმების შედეგად აღმოჩენილი ხარვეზები სრულიად აღმოფხვრილია: ცენტრების ნაწილში მოხდა საჭირო რაოდენობის კონდიციონერების დამონტაჟება, ნაწილს გადაეცა ვენტილატორები; სკოლები, რომლებიც წარმოადგენენ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებს, უზრუნველყოფილნი არიან მობილური კონდიცირების სისტემით.

საჭიროებისამებრ გამოიცვალა ელექტრო სადენები და შეკეთდა დაზიანებული დანადგარები.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ინფორმაციით, გაგრილების სისტემა იქნება ყველა საგამოცდო ცენტრში, გარდა ხულოში მდებარე ცენტრისა.