გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 

საგარეჯოს მუნიციპალიტეტში ავტოსაგზაო შემთხვევას ორი ადამიანი ემსხვერპლა

30-06-2019

კახეთში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და ოთხი დაშავდა.


შემთხვევა საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ შიბლიანთან მოხდა. ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა.


შეჯახების შედეგად ერთ-ერთი ავტომობილი აალდა. სამმა ადამიანმა მანქანიდან გადმოსვლა მოახერხა, ორი მამაკაცი კი ხანძრის შედეგად ადგილზე დაიღუპა. ასევე დაშავდა მეორე ავტომობილში მჯდომი ერთი ადამიანი.


ოთხი დაშავებული, რომელთაგან ერთი მცირეწლოვანია, საავადმყოფოში გადაიყვანეს.


გავრცელებული ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.




https://1tv.ge