გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 

ჩხოროწყუში ხანძრის შედეგად ორსართულიანი საცხოვრებელი სახლი მთლიანად დაიწვა

30-06-2019

ხანძარი იყო ჩხოროწყუში. ცეცხლი ფირცხელავების სახლში გაჩნდა. ხანძრის შედეგად, ორსართულიანი საცხოვრებელი სახლი მთლიანად დაიწვა. ვერ მოხერხდა საოჯახო ავეჯისა და ტექნიკის გადარჩენა.


მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა.


ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში ჩართული იყო სამეგრელო-ზემო სვანეთის საგანგებო სიტუაციების მართვის სამმართველოს ჩხოროწყუს სახანძრო-სამაშველო განყოფილების ორი და წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ერთი ეკიპაჟი.


შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდნენ და დაზარალებულ ოჯახს შეხვდნენ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.


ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერის, დავით გოგუას განცხადებით, მუნიციპალიტეტის მერია დაზარალებულ ოჯახს „ხანძრის შედეგად დაზარალებულთა დახმარების პროგრამის“ ფარგლებში 5 000 ლარს ჩაურიცხავს. ასევე ბადრი ფირცხელავას გადაეცემა ხის მასალა.


ხანძრის გამომწვევი მიზეზებს ექსპერტიზა დაადგენს.





https://1tv.ge/