გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ოქტომბერი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

საგარეჯოში ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დაშავებულები მდგომარეობის სიმძიმიდან გამომდინარე თბილისში გადაიყვანეს

30-06-2019

საგარეჯოს მუნიციპალოტეტში, სოფელ შიბლიანთან მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დაშავებული ქალი და მისი ორი მცირეწლოვანი შვილი საგარეჯოდან თბილისში გადაიყვანეს.


მათ პირველადი დახმარება საგარეჯოს „ჯეო ჰოსპიტალსის“ კლინიკაში გაეწიათ, თუმცა მდგომარეობის სიმძიმიდან გამომდინარე, ისინი ცოტა ხნის წინ თბილისში, ბოკერიას სახელობის საავადმყოფოში გადაიყვანეს.


დაშავებულები რუსეთის მოქალაქები არიან.


შეგახსენებათ, დღეს დილით,სოფელ შიბლიანთან ერთმანეთს „მერსედესის“ მარკის ორი ავტომობილი შეეჯახა. მომხდარის შედეგად ადგილზე გარდაიცვალა ორი ადამიანი. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276 -ე მუხლით მიმდინარეობს.




https://www.interpressnews.ge