გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

სენაკის მუნიციპალიტეტში მედიასწავლება „ღირსეული პასუხი 2019“ დაიწყო

2-07-2019

სენაკში II ქვეითი ბრიგადის ბაზაზე მედიასწავლება „ღირსეული პასუხი 2019“ დაიწყო. სწავლება უკვე მესამედ ტარდება და მასში 21 მოქმედი და მომავალი ჟურნალისტი, ფოტოგრაფი და ოპერატორი იღებს მონაწილეობას. მონაწილეები სწავლების პროცესში 30 ივნისიდან 6 ივლისის ჩათვლით 24-საათიან რეჟიმში ჩაერთვებიან.


გახსნის ცერემონიალზე მონაწილეებს მასპინძელი ბრიგადის მეთაურმა ვიცე-პოლკოვნიკმა კობა გრიგოლიამ სიტყვით მიმართა და თანამედროვე საინფორმაციო გამოწვევების პირობებში სწავლების მნიშვნელობაზე ესაუბრა.


სწავლება ჰიბრიდული გამოწვევების პირობებში ჟურნალისტების მომზადებაზეა აქცენტირებული. შესაბამისად, მასში ჩართულია საქართველოს თავდაცვის ძალების სხვადასხვა კომპონენტი. მნიშვნელოვანი სიახლეა, რომ წლევანდელ სწავლებაზე გათამაშების პროცესში აღნიშნული კომპონენტების რაოდენობა კიდევ უფრო გაიზარდა და მასში სპეციალური ოპერაციული ძალებისა და მეორე ქვეითი ბრიგადის შესაძლებლობების გარდა საბრძოლო-საინჟინრო ბატალიონისა და სამხედრო პოლიციის კომპონენტიც ჩაერთო.


სწავლება ორი, თეორიული და პრაქტიკული ეტაპისგან შედგება. თეორიული ნაწილი მონაწილეებისათვის საინფორმაციო ომის, დეზინფორმაციის, საზოგადოებრივი აზრის მანიპულირების, პროპაგანდისა და ამ გზაზე სტრატეგიული კომუნიკაციების მნიშვნელობის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მიწოდებას ითვალისწინებს.


ასევე, თეორიულ ნაწილში სწავლების მონაწილეებს თავდაცვის ძალების სამედიცინო დეპარტამენტის სპეციალისტები პირველადი სამედიცინო დახმარების შესახებ თეორიულ და პრაქტიკულ ცოდნას მიაწვდიან, სპეციალური ოპერაციის ძალების წარმომადგენლები კი თვითგადარჩენის პრაქტიკულ კურსს ჩაატარებენ. სწავლების თეორიულ ნაწილში ასევე ჩართული არიან საბრძოლო-საინჟინრო ბატალიონის წარმომადგენლები, რომლებიც მონაწილეებს ქიმიური უსაფრთხოების შესახებ ინფორმაციასა და ფეთქებადსაშიშ ტერიტორიაზე მუშაობის პრინციპებსა და უსაფრთხოების ზომებს გააცნობენ. თავდაცვის სამინისტროს ფსიქოლოგები კი სტრესისა და სტრესის მართვის პრაქტიკულ და თეორიულ ცოდნას გაუზიარებენ.


პრაქტიკული ნაწილი კი, რეალური გარემოს სიმულაციური გათამაშება იქნება, სადაც „გამთამაშებლები“ საინფორმაციო ველში რეალობასთან მაქსიმალურად მიახლოებულ სიტუაციებს, ასევე ტექნიკური და შინაარსობრივი ხასიათის ბარიერებს შექმნიან. სწავლების მონაწილეებს აქტიური საინფორმაციო და კონვენციური ომის მიმდინარეობის მოდელირებისას შესაბამისი უნარ-ჩვევების დახვეწისა და კვალიფიკაციის ამაღლების საშუალება მიეცემათ.


სწავლების მნიშვნელოვანი სიახლეა, რომ სიმულაციური გათამაშების საველე კომპონენტი პრაქტიკულად საინფორმაციო კომპონენტის პარალელურად სამი დღე გაგრძელდება, სადაც მონაწილეებს საშუალება მიეცემათ მიღებული თეორიული ცოდნა რეალობასთან მიახლოებულ გარემოში პრაქტიკულად განახორციელონ.


მედია სწავლება „ღირსეული პასუხი 2019“ 5 ივლისს დასრულდება.