გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

დღეს ერთიანი ეროვნული გამოცდების მეორე დღეა

2-07-2019

დღეს ერთიანი ეროვნული გამოცდების მეორე დღეა. აბიტურიენტები გამოცდას ქართულ ენასა და ლიტერატურაში აბარებენ. მათ ტესტის შესასრულებლად სამი საათი და 45 წუთი აქვთ.


გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, რეგისტრაციაზე აბიტურიენტების 98 პროცენტი გამოცხადდა. გუშინ კი, 94 პროცენტმა გაიარა რეგისტრაცია. დაფიქსირდა დაგვიანების ორი შემთხვევა.


შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი სოფო გორგოძე მოუწოდებს აბიტურიენტებს, შეამოწმონ საგამოცდო ბარათები და კარგად ნახონ, რომელ საგამოცდო ცენტრში და როდის აქვთ გამოცდა.


სოფო გორგოძის თქმით, რამდენიმე შემთხვევა დაფიქსირდა, როდესაც აბიტურიენტი სხვა საგამოცდო ცენტრში მივიდა.


ცენტრის დირექტორი ასევე მოუწოდებს აბიტურიენტებს, ყურადღება მიაქციონ გამოცდის წესებსა და საგამოცდო სექტორში თან არ იქონიონ საათი, მობილური ტელეფონი და სხვა აკრძალული ნივთები. სოფო გორგოძის განცხადებით, ზარის დარეკვისა და გამოცდის დაწყების შემდეგ აკრძალული ნივთის აღმოჩენის შემთხვევაში, აბიტურიენტი გაფრთხილების გარეშე იხსნება გამოცდიდან.


მთელი საქართველოს მასშტაბით გამოცდები 11 ქალაქის 23 საგამოცდო ცენტრში ტარდება. ერთიანი ეროვნული გამოცდები გუშინ დაიწყო და 23 ივლისს ფიზიკის გამოცდით დასრულდება.




https://1tv.ge/