გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

შს მინისტრის გადადგომის მოთხოვნით ქუთაისში საპროტესტო აქცია გაიმართა

2-07-2019

ქუთაისში შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი გახარიას გადადგომის მოთხოვნით აქცია გაიმართა.


„ნაციონალური მოძრაობის“ ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლებმა შუქნიშანზე პერფორმანსი მოაწყეს. მათ 20 ივნისს თბილისში განვითარებული მოვლენები დაგმეს და მინისტრის პასუხისმგებლობის საკითხის დაყენება მოითხოვეს.


„20 ივნისს განვითარებული მოვლენების მიუხედავად, გიორგი გახარია თანამდებობაზე რჩება. მოვითხოვთ, შესრულდეს მოთხოვნა და თანამდებობიდან წასვლასთან ერთად დადგეს მისი პასუხისმგებლობის საკითხი. მას არ უნდა შერჩეს „გავრილოვის ღამის მოწყობა“, – განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ, ირაკლი გვალიამ.


ამასთან, აქციის მონაწილეებსა და რამდენიმე მოქალაქეს შორის ცოტა ხნის წინ დაპირისპირება მოხდა. რამდენიმე მამაკაცმა გახარიას გადადგომის მოთხოვნის გამო, აქციის მონაწილეებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.


აქციის მონაწილეები ასევე ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატების მიერ მანდატების დატოვებას მოითხოვენ.




https://1tv.ge