გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

ლანჩხუთში მდგრადი ენერგეტიკის დღის აღსანიშნავად სიმბოლური ღონისძიება გაიმართა

2-07-2019

დღეს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი შეუერთდა ევროპის ენერგეტიკის კვირეულს და მდგრადი ენერგეტიკის დღის აღსანიშნავად სიმბოლური ღონისძიება, სახელწოდებით: ერთად გადავარჩინოთ დედამიწა, გაიმართა.

ღონისძიება  ადმინისტრაციული შენობის წინ მდებარე სკვერში ჩატარდა, რომელსაც ლანჩხუთისა და ჩოხატაურის მაჟორიტარი დეპუტატი პარლამენტში, ნინო წილოსანი, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერი ალექსანდრე სარიშვილი და საკრებულოს თავმჯდომარე ბესიკ ტაბიძე დაესწრნენ.

მერიისა და საკრებულოს თანამშრომლებმაც მონაწილეობა მიიღეს სხვადასხვა ღონისძიებაში.

სამხატვრო სკოლის მოსწავლეებმა ასფალტზე თემატური ნახატები შეასრულეს, გაიმართა მოყვარულთა შეჯიბრი ჭადრაკსა და ნარდში, "ბიბლუსის" წინ დაირგო ყვავილებიც.

"ენერგოეფექტურობის კვირეულს ლანჩხუთიც შეუერთდა. ყველამ უნდა იცოდეს, რომ დედამიწა ჩვენი გადასარჩენია და ერთად უნდა ვიზრუნოთ ამისთვის" - აღნიშნა ალექსანდრე სარიშვილმა. "მოხარული ვარ, რომ ამ ღონისძიებაში ვიღებ მონაწილეობას. კარგია, რომ ასეთი აქციები ეწყობა, რაც აუცილებელია მოსახლეობის ცნობიერების ასამაღლებლად," - გვითხრა ნინო წილოსანმა.