გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    იანვარი 2026    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

12 სამხედრო მოსამსახურე შეკვეთილის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დაშავდა - რამდენიმე მათგანის მდგომარეობა მძიმეა

2-07-2019

შეკვეთილში სამგზავრო მიკროავტობუსი, რომლითაც თორმეტი სამხედრო მოსამსახურე გადაადგილდებოდა, ამობრუნდა.


ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მათ სხეულის სხვადასხვა დაზიანება მიიღეს.


სამხედრო მოსამსახურეები სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადებმა ქობულეთის საავადმყოფოში გადაიყვანეს. გავრცელებული ინფორმაციით, რამდენიმე მათგანის მდგომარეობა მძიმეა.


არსებული ცნობით, სამხედროები ბათუმიდან სენაკის სამხედრო ბრიგადისაკენ გადაადგილდებოდნენ.