გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ოქტომბერი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

"საქართველოს მელიორაციის" ოფისში სარწყავ სისტემებზე არსებული ვითარება და მომსახურების გაუმჯობესების საკითხები განიხილეს

4-07-2019

სარწყავ სისტემებზე არსებული ვითარება განიხილეს და საირიგაციო მომსახურების გაუმჯობესების საკითხებზე იმსჯელეს შპს „საქართველოს მელიორაციის“ გენერალურმა დირექტორმა, ოთარ შამუგიამ და ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფლების სავანეთისა და ტალავერის მოსახლეობამ შპს „საქართველოს მელიორაციის“ ცენტრალურ ოფისში გამართულ შეხვედრაზე.


ზაფხულის სეზონზე მოსახლეობის წინაშე სარწყავი წყლის საკითხი აქტუალურია. შეხვედრის შემდეგ შპს „საქართველოს მელიორაციის“ ექსპლუატაციის დირექტორი, ქვემო ქართლის რეგიოლანური სამსახურის ხელმძღვანელები და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები მოსახლეობასთან ერთად ადგილზე გაეცნენ არსებულ ვითარებას და შეთანხმდნენ, რომ სარწყავი წყლის შეუფერხებლად მისაწოდებლად და პროცესის დარეგულირების მიზნით, აუცილებელია ადგილობრივმა მოსახლეობამ დაიცვას წყალმოხმარების გრაფიკი, რათა წყალი თანაბრად, სამართლიანად და ოპტიმალურად გადანაწილდეს.


მოლაპარაკების შედეგად გადაწყდა, რომ მაქსიმალურად მოხდება ყველა რესურსის მობილიზება, რათა მოსახლეობამ შეძლოს საკუთარი ნაკვეთების მორწყვა.


ადგილობრივ ფერმერებთან შეხვედრას ბოლნისის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარი დეპუტატი გოგი მეშველიანი, მუნიციპალიტეტის მერი დავით შერაზადიშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე თამაზ ჟორჟოლიანი და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.