გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

ავსტრიაში თუშეთის შესახებ დოკუმენტური ფილმის ჩვენება გაიმართა

4-07-2019

საქართველოს შესახებ ავსტრიის ქალაქ გმუნდენში დოკუმენტური ფილმის პრემიერა გაიმართა.


ფილმის რეჟისორია რაინჰარდ ფორსტინგერი.


გადაღება თუშეთში მიმდინარეობდა და ფილმში საქართველოს მაღალმთიანი მხარის უნიკალური და ულამაზესი კადრები მოხვდა. დოკუმენტურ ფილმში თუშეთის მოსახლეობის სოციალური ყოფა და ადათ-წესებია ნაჩვენები. ფილმში წარმოდგენილია ქართული ხალხური მუსიკა.


ფილმის პრეზენტაციას 300-მდე სტუმარი, მათ შორის საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის, ავსტრიაში საქართველოს საელჩოს წარმომადგენლები და ადგილობრივი ჟურნალისტები დაესწრნენ.


დოკუმენტური ფილმის პრემიერის ფარგლებში ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ საქართველოს ტურისტული პოტენციალის შესახებ ავსტრიაში პრეზენტაცია გამართა. სტუმრები განსაკუთრებით დაინტერესდნენ საქართველოს სამთო ტურისტული მიმართულებით და ქართული სამზარეულოთი.




https://pia.ge/