სამშაბათი, ივნისი 24, 2025
გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 

TOP.GE
წმინდა ნინოს გზაზე მიმავალი მომლოცველები უკვე გორში არიან

4-07-2019

მომლოცველები ღვთისმშობლის შობის სახელობის საკათედრო ტაძარში მივლენ. გორში ისინი ორი დღე გაჩერდებიან და მცხეთამდე გააგრძელებენ გზას.


ახალაქალაქის, კუმურდოსა და კარის ეპარქიის მღვდელმსახურმა, დეკანოზმა ალექსანდრე გასროშვილიმა გვითხრა, რომ მომლოცველების ჯგუფი სამცხე ჯავახეთიდან ფეხით მოემართება და ამ წუთებში. გარდა ქვეყნის სხვადასხვა ეპარქიის მრევლისა, მსვლელობაში მონაწილეობას იღებენ აფრიკიდან ჩამოსული მართლმადიდებლებიც.


"წმინდა ნინომ პირველი ღამე სადაც გაათია, ფოკიდან, ფარავნის ტბიდან დაიწყო ლოცვითი მსვლელობა. 31 მაისს მომლოცველებმა ღამე ტბასთან გაათენეს, წირვა აღევლინა და ლოცვითი მსვლელობა 1 ივნისს დაიწყო. მრევლმა სასულიერო პირებთან ერთად გამოიარა რამდენიმე კილომეტრი, მსვლელოობა 12 ივლისს მცხეთაში დასრულდება",- ამბობს დეკანოზი.


მორწმუნეები წელს წმინდა ნინოს საქართველოში შემოსვლიდან 1700 წლის, ხოლო ლოცვითი მსვლელობიდან 30 წლის იუბილეს აღნიშნავენ.




https://www.qartli.ge/