გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

სიტუაცია ჯერჯერობით კონტროლს ექვემდებარება - საქართველო-სომხეთის საზღვარზე გაჩენილ ხანძარს ორი ქვეყნის სამაშველო სამსახური ებრძვის

4-07-2019

საქართველო სომხეთის სახელმწიფო საზღვარზე, მარნეულის რაიონის სოფელ კაჩაგანთან, სასაზღვრო ზოლში ბუჩქნარი და ეკალბარდები იწვის - ინფორმაციას ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.

"ხანძარი თავდაპირველად სომხეთის მხარეს გაჩნდა, რის შემდეგაც ცეცხლი საქართველოს ტერიტორიაზე გადმოვიდა.

ადგილზე მობილიზებულია შვიდი სახანძრო-სამაშველო ჯგუფი, ხანძრის ლოკალიზებაში მონაწილეობას 35-მდე მეხანძრე-მაშველის იღებს.

საზღვრის მეორე მხარეს, სამუშაოებში ჩართულია სომხეთის სახანძრო დანაყოფები.

აღნიშნულ სასაზღვრო ზოლში ტყის მასივი და დასახლებული პუნქტი არ არის. სიტუაცია ამ დროისთვის კონტროლს ექვემდებარება"-ნათქვამია განცხადებაში..