გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

რუსთავში ოთხ მაღაზიას საწარმოო პროცესი შეუჩერდა

5-07-2019

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ გასულ თვეში რუსთავში საწარმოო პროცესი 4 სასურსათო მაღაზიას შეუჩერა.


ობიექტებში კრიტიკული შეუსაბამობა დაფიქისრდა. ტემპერატურის კონტროლთან დაკავშირებული დარღვევებისა და სამაცივრე სისტემის გაუმართაობის გამო, მაღაზიების მფლობელები 1000 ლარით დაჯარიმდნენ. სურსათის უვნებლობის ქვემო ქართლის რეგიონული სამმართველოს ხელმძღვანელის, მირანგულა ლიპარტელიანის ინფორმაციით, სასურსათო მაღაზიები დროებით დაიხურა და ობიექტებში მუშაობა მას შემდეგ აღდგა, რაც დარღვევები გამოსწორდა.


ქვემო ქართლის მასშტაბით გასულ თვეში 89 გეგმიური და 99 არაგეგმიური შემოწმება ჩატარდა.


სურსათის ეროვნული სააგენტო სახელმწიფო კონტროლს განაგრძობს იმ ბიზნესოპერატორებთან, რომლებიც დასაქმებულები არიან სურსათის წარმოებაში.


დარღვევების აღმოჩენის შემთხვევაში კი ობიექტები 1000 ლარით დაჯარიმდებიან და საწარმოო პროცესი იქმადე შეუჩერდებათ, სანამ არ გამოასწორებენ არსებულ პირობებს.




https://inforustavi.ge