გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

კასპის მერიამ რეაბილიტაცია/აბილიტაციის პროგრამის ფარგლებში ვაუჩერის გაცემა დაიწყო

5-07-2019

კასპის მუნიციპალიტეტის მერიამ რეაბილიტაცია/აბილიტაციის პროგრამის ფარგლებში 1 000 ლარიანი ვაუჩერის გაცემა დაიწყო. როგორც შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს კასპის მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს, 1 ივლისიდან მერიის შესაბამისი პროგრამით მოსარგებლე ბენეფიციარები 1 000 ლარიანი ვაუჩერით ისარგებლებენ.


მათივე ინფორმაციით, ერთ ბენეფიციარზე რეაბილიტაციისათვის განკუთვნილია 1 000 ლარი მის სრულ ამოწურვამდე. ვაუჩერის მფლობელს უფლება აქვს რეაბილიტაციის კურსი ჩაიტაროს მის ან მისი კანონიერი წარმომადგენლის მიერ შერჩეულ სამედიცინო დაწესებულებაში, სარეაბილიტაციო ცენტრში, საქრთველოს კურორტებზე არსებულ სასტუმროებში.


ვაუჩერით ისარგებლებენ: ცერებრალური დამბლით, აუტიზმის, დაუნის სინდრომით, გონებრივი ჩამორჩენილობით, ეპილეფსიით, ფენილკეტონურიით, ცელიაკიით, ჰიდროცეფალიით, მიკროცეფალიით, სპინალური ამიოტროფიით, სპინო-ცერებრალური ატაქსიით, სირინგომიელიით, ოსტეომიელიტით, ცერებრო-სპინალური ფორმით, სპონდილოართრიტით, ესტეომალაციით, სმენის ორმხრივი დაქვეითებით III ხარისხიდან, არასრული ოსტეოგენეზით, კახექსია მძიმე ფორმით, აუტიზმით, მემკვიდრეობითი ან/და ოჯახური დაავადებები სპასტიკური პარაპარეზით ან სპასტიკური პარაპლეგიით, პარაპლეგიით ან/და ტეტრაპლეგიით (გარდა ინსულტის შემდგომი მდგომარეობისა), ორმხრივი ნეოართროზით და სისტემური დაავადებებით (კოლაგენოზები და ვასკულიტები), პირველი ჯგუფის 0-დან 18 წლამდე უსინათლო შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები.


როგორც კასპის მუნიციპალიტეტის მერიაში აღნიშნავენ, აღნიშნული პროგრამის განხორციელებასთან დაკავშირებით, კონსულტაციები გაიმართა როგორც შესაბამის დარგში მომუშავე არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებთან, ასევე თბილისის მერიასა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან.



https://www.qartli.ge/