გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

მცხეთაში სატვირთო მანქანა გზის სავალ ნაწილზე ამობრუნდა

6-07-2019

მცხეთაში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. სატვირთო მანქანა, რომელიც ქვიშით იყო დატვირთული, გზის სავალ ნაწილზე ამობრუნდა.


გავრცელებული ინფორმაციით, სატვირთოს მძღოლი სამართალდამცავების მოთხოვნას არ ემორჩილებოდა, როცა მის დაჯარიმებას ცდილობდნენ.


შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით, რაც ითვალისწინებს სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის კანონიერი განკარგულებისა და მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას.


აღნიშნული დანაშაული 1000-დან 4000 ლარამდე ოდენობით ჯარიმას ან 15 დღის ვადით ადმინისტრაციულ პატიმრობას ითვალისწინებს.




https://www.interpressnews.ge