ორშაბათი, მაისი 05, 2025
გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

TOP.GE
ახალციხეში თამარაშვილის ქუჩა ისევ დაიტბორა (ფოტოები)

7-07-2019

დღეს, 6 ივლისს მოსული წვიმის გამო, ახალციხეში, თამარაშვილის ქუჩის N33 კორპუსის მიმდებარე ეზოები და ავტოფარეხები ისევ დაიტბორა.

ახალციხეში წვიმა დაახლოებით 16:00 საათზე დაიწყო. წყალმა ქუჩები და ეზოები დატბორა. თამარაშვილის ქუჩაზე, სადაც სტიქია ერთი კვირის წინაც იყო, დღეს მდგომარეობა გაუარესდა. წყალი დაგუბდა ავტოფარეხებსა და ეზოებში. ისევ დაიტბორა პურის საცხობი, რომელიც 28 ივნისის წვიმამ ისე დააზიანა, რომ მეპატრონეს თონის დანგრევა დასჭირდა. 
ახალციხის მერიაში ამბობენ, რომ პრობლემის გადასაჭრელად თამარშვილის ქუჩაზე არსებული სანიაღვრე არხის რეაბილიტაცია მოხდება.