გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

საჩხერეში ჭალა-ორღულის სარწყავი სისტემის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

7-07-2019

შპს „საქართველოს მელიორაცია“ სარწყავი სეზონის პარალელურად სამელიორაციო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას აქტიურად განაგრძობს. საჩხერის მუნიციპალიტეტში ჭალა-ორღულის სარწყავი სისტემის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.

პროექტის I ეტაპი ითვალისწინებს ჭალა-ორღულის სარწყავი სისტემის სათავე ნაგებობისა და მაგისტრალური არხის ჭალის მონაკვეთის მოწესრიგებას.

პროექტის ფარგლებში მოეწყობა მონოლითური რკინაბეტონის არხი 840 გრძივი მეტრი; ახალი წყალგამშვებშემტბორავი ნაგებობები და რეაბილიტაცია ჩაუტარდება არსებულ მილხიდებს; 

ჩატარებული სამუშაოების შედეგად, სოფელ ჭალაში 50 ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობი მოირწყვება.

სამუშაოების გასაცნობად იმერეთში შპს „საქართველოს მელიორაციის“ ტექნიკური დირექტორი თენგიზ ლაკირბაია იმყოფებოდა. 

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, პროექტის საერთო ღირებულებაა 242 500ლარი.

სარწყავი სისტემა წყალს მდინარე ყვირილას კალაპოტში მოწყობილი სათავე ნაგებობიდან იღებს. ჭალის სარწყავი სისტემის მაგისტრალური არხის სიგრძეა 2,5კმ.