გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2026    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930 

თელავში ადგილობრივებმა სტალინის ბიუსტი დადგეს

8-07-2019

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ აკურაში ადგილობრივებმა სტალინის ბიუსტი დადგეს.


ბიუსტი სამამულო ომში დაღუპულთა ხსოვნის მემორიალთან "ქართული ოცნების" მხარდამჭერმა, ბადრი გოგიაშვილმა მიიტანა.


ადგილობრივების თქმით, მათ ამით ხელისუფლების ყურადღების მიპყრობა სცადეს.


მათივე თქმით, ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებთან დაკავშირებით, საკუთარი აზრისა და მოთხოვნების დაყენება სურთ და მიაჩნიათ, რომ ხელისუფლებამ მევენახეების და მშრომელი ადამიანების ინტერესები უნდა დაიცვას.


მომხდარ ფაქტს თელავის მერი გამოეხმაურა.


შოთა ნარეკლიშვილის ინფორმაციით, სტალინის ბიუსტი კერძო პირის კუთვნილებაა და მისი დადგმის მიზეზების შესახებ ინფორმაციას არ ფლობს.


თუმცა, მერის მოთხოვნის შემდეგ, გოგიაშვილმა ის უკვე აიღო.


2012 წლის მერე სტალინის ბიუსტი აკურაში უკვე მეექვსედ დადგეს.



https://pia.ge/