9-07-2019
ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ბორჯომში. ქალაქის ცენტრში 70 წლამდე ქალს, გზის გადაკვეთისას სატვირთო ავტომანქანა დაეჯახა.
დაშავებული სამედიცინო ცენტრში სასწრაფო დახმარების ბრიგადამ გადაიყვანა. კლინიკის ხელმძღვანელი ამბობს, რომ ქალს ქირურგიული ჩარევა დასჭირდა.
"ჯერჯერობით მდგომარეობა არ ვიცით, ფეხი აქვს დაზიანებული და ოპერაცია უკეთდება, ამის შემდეგ გვეცოდინება ზუსტი პასუხი", - განაცხადა ირაკლი დიასამიძემ.
შემთხვევის ადგილზე ექსპერტები და შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები მუშაობენ. ამ წუთებში ქალაქში მოძრაობა შეფერხებულია.