გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 

ჭიათურაში ლევან დავითაშვილი წყლის კვლევის ჩეხური კომპანიის გენერალურ დირექტორს შეხვდა

10-07-2019

ქალაქ ჭიათურაში, ეკოლოგიური პრობლემების კომპლექსური შესწავლის მიზნით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი წყლის კვლევის ჩეხური კომპანიის „WATRAD“ გენერალურ დირექტორს, მიხალ ვანიჩეკს შეხვდა.

„წყლის კვლევა ეკოლოგიური პრობლემების კომპლექსური შესწავლის უმნიშვნელოვანესი კომპონენტია. ახალი პროექტი, რომელსაც ჩეხურ მხარესთან და გარემოს ეროვნულ სააგენტოსთან ერთად განვახორციელებთ, გულისხმობს ქალაქ ჭიათურაში სისტემური კვლევების ჩატარებას, რაც ჩვენი სამოქმედო გეგმის ნაწილია“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

პროექტი დაფინანსებულია გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მიერ. პროექტის ფარგლებში, ეკოლოგიური პრობლემების კომპლექსური შესწავლის პარალელურად, გათვალისწინებულია ცოდნის და გამოცდილების გაზიარება და რეკომენდაციების გაცემა.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში გამართულ შეხვედრას მინისტრის მოადგილე, ნინო თანდილაშვილი და გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსი, ანდრო ასლანიშვილი ესწრებოდა.