გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ოქტომბერი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

ფოთში მრავალფუნქციური სპორტული კომპლექსისა და საცურაო აუზის მშენებლობა მიმდინარეობს

10-07-2019

ევროპის საინვესტიციო ბანკის (EIB)  წარმომადგენლებმა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე გრიგოლ კაციასთან, მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელ დირექტორთან გიორგი შენგელიასთან და სამეგრელო - ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულთან ალექსანდრე მოწერელიასთან ერთად ფოთში სპორტკომპლექსის მშენებლობის პროცესი დაათვალიერეს.

ფოთში მრავალფუნქციური სპორტული კომპლექსისა და საცურაო აუზის მშენებლობას საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი ევროპის საინვესტიციო ბანკის დაფინანსებით ახორციელებს და მისი ღირებულება 14.5 მილიონი ლარია.

სპორტკომპლექსის სამშენებლო სამუშაოები ითვალისწინებს დიდი და მცირე საცურაო აუზების და ფიტნეს დარბაზის მშენებლობას. სპორტულ კომპლექსში მოეწყობა საშხაპეები, ოთახები მწვრთნელებისთვის, მსაჯებისთვის, პერსონალისთვის და ექიმისთვის. იქვე განთავსდება კაფე და საერთო საცხოვრებელი სპორტსმენებისთვის.

ახალი კომპლექსი სპორტით დაინტერესებულ ადამიანებს საშუალებას მისცემს კეთილმოწყობილ გარემოში ივარჯიშონ და სპორტის მრავალ სახეობაში გამართონ ტურნირები, როგორც ეროვნულ, ისე საერთაშორისო დონეზე სპორტკომპლექსის მშენებლობა მიმდინარე წლის ბოლოს დასრულდება.