გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ატმისა და ვაშლატამას მოსავლის აღება პიკურ პერიოდშია

11-07-2019

კახეთის რეგიონში, ატმისა და ვაშლატამას მოსავლის აღების პროცესი აქტიურ ფაზაშია და შეუფერხებლად მიმდინარეობს.


გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე, სოლომონ პავლიაშვილი მოსავლის აღების მიმდინარე პროცესს გურჯაანის მუნიციპალიტეტში გაეცნო და ადგილობრივ ფერმერებს შეხვდა.


„გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო მაქსიმალურად ცდილობს, რომ ფერმერებს ატმისა და ვაშლატამას მოსავლის აღების, დაბინავებისა და რეალიზაციის პრობლემა არ შეექმნათ. ექსპორტის ხელშეწყობის მიზნით, ყველა საჭირო დოკუმენტაციის მომზადება და გაცემა ერთი ფანჯრის პრინციპით მიმდინარეობს. გურჯაანის მუნიციპალიტეტში არსებული ყველა სამაცივრე მეურნეობა აქტიური დატვირთვით მუშაობს“, - განაცხადა სოლომონ პავლიაშვილმა.


მინისტრის მოადგილე გურჯაანის მუნიციპალიტეტში არსებული თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი ხილის სამაცივრე მეურნეობების მუშაობის პროცესსაც გაეცნო და მათ მფლობელებს შეხვდა.


დღეისათვის, ატმისა და ვაშლატამას მოსავლის აღება პიკურ პერიოდშია და დღე-ღამის განმავლობაში 800-1000 ტონა ხილი იკრიფება. დღეის მონაცემებით, საქართველოდან 4000 ტონამდე ატმისა და ვაშლატამას ექსპორტი განხორციელდა. მოსავლის რეალიზაციის ხელშეწყობის მიზნით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში შექმნილი სამუშაო ჯგუფი აქტიურად მუშაობს ინფორმაციის მოპოვების, სისტემატიზაციის, ფერმერებისა და ატმის რეალიზატორების დაკავშირების მიმართულებებით.