გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

ზუგდიდში ნამარხი მოლუსკების ანაბეჭდები იპოვეს

11-07-2019

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ნარაზენში, ერთ-ერთმა ადგილობრივმა მდინარე ჟანისწყლის პირას შემთხვევით მოლუსკის განმარხებული ნიჟარა იპოვა.


ზუგდიდის მერიის ძეგლთა დაცვის განყოფილების უფროსის ლაშა ჯიქიას ინფორმაციით, გაქვავებულ ნიჟარებს პალეონტოლოგები შეისწავლიან, რის შემდეგაც მის ასაკს დაადგენე.


„სავარაუდოდ, ეს ნიჟარა მდინარემ ჩამოიტანა. ეს არ არის არტეფაქტი, თუმცა ის გეოლოგიურად საინტერესოა, რადგან მასში განთავსებულია მოლუსკების ნიჟარები და ლოკოკინას ფრაგმენტები. რა თქმა უნდა, ის ათასწლეულებთან არის დაკავშირებული“, - ამბობს ჯიქია.


აღმოჩენილი ქვები, ჯერჯერობით, ნარაზენში ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში ინახება.



https://pia.ge/