გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 

სტიქია ასპინძაში- სრულად განადგურდა ხილი და ბოსტნეულ

11-07-2019

დაბა ასპინძა დაისეტყვა. ადგილობრივები ამბობენ, რომ სრულად განადგურდა ხილი და ბოსტნეული. სეტყვა დაახლოებით, 10 წუთი გაგრძელდა.


"კიტრის, პომიდვრის ნერგები გაანადგურა, ყურძენი, კაკალი, თუთა, ქლიავი და ყველა ხილი ძირს ჩამოიღო. კაკლისხელას ისროდა", - გვითხრეს ასპინძაში.


"ხორბალი ასაღები მქონდა, თუთა დასარხევი. ყველაფერი გამიფუჭა, ბოსტანი ძირს დააწვინა", - ამბობენ ადგილობრივები.


ადგილობრივ ხელისუფლებაში ჯერ არ აქვთ ინფორმაცია, რა მდგომარეობაა სოფლებში.


https://pia.ge/