გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

რაჭაში მაშველებმა ტურისტების ჯგუფი გადაარჩინეს

12-07-2019

შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარების ოპერატიულ მართვის ცენტრ "112"-ში შემოსული ინფორმაციის თანახმად, ონში, სოფელ გლოლასთან, ქვის მასისა და ხეების ჩამოშლის შედეგად, გზის სავალი ნაწილი ჩაიხერგა, რის გამოც უცხოელი ტურისტების ჯგუფი გზის მეორე მხარეს ჩარჩა და გადაადგილების გაგრძელებას ვერ ახერხებდა.

შეტყობინების მიღებისთანავე, დასახმარებლად ადგილზე გავიდნენ რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის მთავარი სამმართველოს მაშველები.

რამდენიმე საათიანი მუშაობის შემდეგ, მაშველებმა ნორვეგიის 7 და საქართველოს 2 მოქალაქე უსაფრთხო ადგილზე გადაიყვანეს. მეორე მხარეს ამ დრომდე, საკუთარი სურვილით, მაშველების მეთვალყურეობის ქვეშ რჩება 2 პიროვნება და 2 ავტომანქანა, რომლითაც ტურისტები გადაადგილდებოდნენ.

მათ სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე აღარ ემუქრება.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველებთან ერთად, ადგილზე მობილიზებულია საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ტექნიკა. რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, გზის გაწმენდითი სამუშაობები ამ დრომდე ვერ ხერხდება. გაწმენდითი სამუშაოები ამინდის გაუმჯობესებისთანავე დაიწყება.