გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აგვისტო 2025    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

ფოთში საქალაქთაშორისო რეისებზე მომუშავე მიკროავტობუსების მძღოლები გაიფიცნენ

12-07-2019

ფოთში საქალაქთაშორისო რეისებზე მომუშავე მიკროავტობუსების მძღოლები გაიფიცნენ.


მათი განცხადებით, მერიის ზედამხედველობის სამსახური ავტოსადგურის რეაბილიტაციას ითხოვს, წინააღმდეგ შემთხვევაში, დიდი ოდენობით ჯარიმების დაკისრება ემუქრებათ.


მათი მტკიცებით, ფართი იჯარით აქვთ აღებული, თანხას ტერიტორიის მეპატრონეს უხდიან და ხელისუფლებას ეს მოთხოვნა არა მათთან, არამედ ავტოსადგურის მეპატრონესთან უნდა ჰქონდეს.


ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენელი განმარტავს, რომ მეპატრონესა და მოიჯარეს შორის ხელშეკრულების თანახმად, ავტოსადგურის მოწესრიგება სწორედ დამქირავებელს ეკისრება.


სამარშუტო ტაქსების მძღოლები მათი მოთხოვნის არ დაკმაყოფილების შემთხვეში, პერმანენტული საპროტესტო აქციების მოწყობით იმუქრებიან.



https://imedinews.ge/ge/