გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2026    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

გუდამაყარში გოდერძი ჩოხელის სახლ-მუზეუმი შენდება

13-07-2019

ცნობილი მწერლისა და საზოგადო მოღვაწის სახლ-მუზეუმის მშენებლობა უკვე რამდენიმე თვეა აქტიურად მიმდინარეობს.


პროექტის ფარგლებში ორ-სართულიანი შენობა აშენდება, რომელშიც გოდერძი ჩოხელის პირადი კაბინეტი, ორი საგამოფენო დარბაზი, ბიბლიოთეკა და ადმინისტრაციის ოთახი განთავსდება. სამშენებლო სამუშაოების დასრულების შემდეგ დაგეგმილია ეზოს კეთილმოწყობა და მუზეუმის აღჭურვა.


გოდერძი ჩოხელის სახლ-მუზეუმის მშენებლობა მიმდინარე წლის შემოდგომაზე დასრულდება. სამუშაოები რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ფინანსდება, ადგილობრივი ბიუჯეტიდან თანადაფინანსებით და მისი ღირებულება 397 000 ლარს შეადგენს.



pia.ge