13-07-2019
ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფელი ტვიბი ამ ეტაპზე კვლავ მოწყვეტილია გარე სამყაროს, - ამის შესახებ ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერმა, ბადრი ლიპარტელიანმა განაცხადა.
მერის განცხადებით, აღდგენითი სამუშაოები ერთ საათში დაიწყება და დღის ბოლომდე გზა გაიხსნება.
„უამინდობის გამო აქამდე ვერ მოხერხდა სამუშაოების დაწყება, ერთ საათში დაიწყება აღდგენითი სამუშაობი და დღეს საღამოს გზას გავხსნით. ასევე შემოგარენ სოფლებში: ხელედში, ბაბილში, ყარიშში გვაქვს გზების პრობლემა, სადაც იმუშავებს ტექნიკა. რაც შეეხება ზარალს, მოსახლეობის სახნავ-სათესები ქარმა გაანადგურა. ძირითადი გზები, რომლებიც ჩაკეტილია, დღეს გაიხსნება, მაგრამ დამატებითი სამუშაოები გაგრძელდება ორშაბათიდან“, - განაცხადა ლიპარტელიანმა.