ოთხშაბათი, აპრილი 30, 2025
გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

TOP.GE
ნათია თურნავამ ბათუმში მეზღვაურთა დღისადმი მიძღვნილი სამეწარმეო მარკეტი დაათვალიერა

13-07-2019

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ, რომელიც მეზღვაურთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებებში მონაწილეობს, ბათუმის ბულვარში სამეწარმეო მარკეტი დაათვალიერა. 

აღნიშნული მარკეტის ორგანიზატორია სსიპ სააგენტო „აწარმოე საქართველოში“. 

მინისტრთან ერთდ იმყოფებოდა სააგენტოს დირექტორი, მიხეილ ხიდურელი.

სამეწარმეო მარკეტში რამდენიმე ათეული მიკრო და მცირე ბიზნესის წარმომადგენელი მონაწილეობს. სამდღიან მარკეტზე მეწარმეები საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან ჩამოვიდნენ. მათ დახლებზე ბათუმელებსა და ადგილობრივ და უცხოელ ტურისტებს შესაძლებლობა აქვთ, დაათვალიერონ ტყავის ნაწარმი, საიუველირო ნაკეთობები და ბიჟუტერია, აგრეთვე სხვადასხვა ხელნაკეთი ნივთები.