გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 

რუსთავში 3 წლის ბავშვი პირველი სართულის ფანჯრიდან გადავარდა

14-07-2019

რუსთავის მე-20 მიკრორაიონში 3 წლის ბავშვი პირველი სართულის ფანჯრიდან გადმოვარდა.


სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ეკიპაჟმა მცირეწლოვანი რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანა.


არსებული ინფორმაციით, მოზარდის მდგომარეობა სიციცხლესთან შეუსაბამო არ არის.


“3 წლის ბიჭუნა შემოყვანილია სასწრაფო დახმარების ეკიპაჟის მიერ. გასინჯვით ამ ეტაპზე ბავშვი კონტაქტურია, რეფლექსები შენახულია, თუმცა აღენიშნება ზედაპირული დაზიანება სახის მიდამოში. მიმდინარეობს კვლევები. სანამ კვლევები არ დასრულდება, დაზუსტებულ პასუხს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ვერ გეტყვით”, - აცხადებს რუსთავის ცენტრალური საავადმყოფოს ექიმი.




https://inforustavi.ge