გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

ბათუმი-ქობულეთის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დაშავებული მცირეწლოვანი საავადმყოფოში გარდაიცვალა

14-07-2019

ბათუმი-ქობულეთის შემოვლით გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული 5 წლის ბიჭი ბათუმის დედათა და ბავშვთა სამედიცინო ცენტრში გარდაიცვალა. როგორც აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა ზაალ მიქელაძემ განაცხადა, მცირეწლოვანს სიცოცხლისთვის შეუთავსებელი ტრავმები აღენიშნებოდა.


მისივე თქმით, ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმე იყო და მისი თბილისში ტრასპორტირება შეუძლებელი გახდა. რაც შეეხება გარდაცვლილი ბიჭის დას, 6 წლის გოგონა თბილისში აგრძელებს მკურნალობას.


ზაალ მიქელაძის განცხადებით, დაშავებული 9 ადამიანი ქობულეთის ორ საავადმყოფოში არიან მოთავსებული, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.


შეგახსენებთ, რომ გუშინ საღამოს ბათუმი-ქობულეთის შემოვლით გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 40 წლამდე მამაკაცი ადგილზე დაიღუპა, მისი მეუღლე კი კლინიკაში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა. მცირეწლოვანი ბავშვები გარდაცვლილი ცოლ-ქმარის შვილები იყვნენ, რომლებიც საქართველოში პოლონეთიდან ტურისტული მიზნით იმყოფებოდნენ. ავტოსაგზაო შემთხვევისას ერთამანეთს სამი მინივენი შეეჯახა. მასში უცხო ქვეყნის მოქალაქეები იყვნენ, მათი უმრავლესობა პოლონეთის მოქალაქეები არიან. დაშავებულთა შორის ორი ქართველი მძღოლია. ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს.




https://www.interpressnews.ge