გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

მეზობლისთვის სახეში მჟავის შესხმის გამო ახალციხის რაიონულმა სასამართლომ კაცს ოთხწლიანი პატიმრობა მიუსაჯა

14-07-2019

ახალციხის რაიონულ სასამართლოში მ.ქ.-ს განაჩენი გამოუტანეს. მოსამართლე გია ბერაიას გადაწყვეტილებით, ბრალდებულს ოთხწლიანი პატიმრობა მიესაჯა. იგი ადიგენის სოფელ კახარეთის მკვიდრია.


ბრალდების მხარის მტკიცებით, მ.ქ. მეზობელს სახეში მჟავა შეასხა. შემთხვევა 2018 წლის ოქტომბერში მოხდა. დაზარალებულს სახე აქვს დანწვარი, ბრალდებული დანაშაულს არ აღიარებს.


მის ინტერესებს სასამართლოში ადვოკატი ირაკლი ბარძიმაძე იცავდა.


"პატიმარი ბრალს, რა თქმა უნდა, არ აღიარებს იმიტომ, რომ დანაშაული მას არ ჩაუდენია. ვაპირებთ განაჩენის სააპელაციოში გასაჩივრებას. სასამართლოს მტკიცებულებად ერთადერთი დაზარალებულის ჩვენება აქვს, მხოლოდ ამას დაეყრდნო მოსამართლე. ბრალდებულის ჩვენებას, ფაქტობრივად, აბათილებენ. ჩვენ ვიტყოდით, რომ არასწორი სასამართლო გვაქვს", - აღნიშნა ადვოკატმა.


საქმეზე გამოძიება სსკ-ს 117-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობდა, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.





https://pia.ge